შსს

აჭარაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 21 წლის ახალგაზრდა ჩამომხრჩვალი იპოვეს

აჭარაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 21 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ორი დღის წინ, გარდაცვლილი ახალგაზრდას მამა აცხადებდა, რომ 21 წლის ბ.გ-მ 16 ივნისს სარფის საბაჟო 17:50 საათზე გადმოკვეთა და თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნდა, მეგობარ გოგონას დაურეკა, შემდეგ კი, მისი კვალი დაიკარგა.

კომენტარები