საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში

შარაშენიძე: დეპუტატებს დიდი რაოდენობით არადეკლარირებული თანხა ჰქონდათ

"დეპუტატები დაკავებულები არ ყოფილან. შიდა მოკვლევა ჩატარდა, რაც დაახლოებით სამსაათნახევარი, ან ოთხი საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც ისინი გაუშვეს. იმიტომ იყვნენ გაჩერებულები, რომ დიდი რაოდენობით არადეკლარირებული თანხა ჰქონდათ. მოკვლევა ჩატარდა და აზერბაიჯანული კანონმდებლობის შესაბამისად, გაათავისუფლეს", - თქვა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ  ტელეკომპანია იმედის ეთერში სატელეფონო ჩართვისას.

განსხვავებულ ვერსიას ყვება საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე.

„მე და გოგა ხაჩიძემ სატელეფონო საუბრისას ისეთი განცდა შევქმენით, რომ თითქოს რაღაც მოგვქონდა, გვეგონა, აქ პოლიცია დაგვხვდა და გავერთობოდით, მაგრამ გაცილებით უარესი აღმოჩნდა, ბაქოს აეროპორტში საქართველოს მთელი საელჩო დაგვხვდა. მე და ირმა ნადირაშვილმა ელჩთან შეხვედრა ვცადეთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ნაცვლად იმისა, რომ საელჩოს წარმომადგენლები ჩვენ შეგვხვედროდნენ, მითხრეს, რომ ისინი მებაჟეებს ეკითხებოდნენ ვიყავით თუ არა დაპატიმრებულები, ამათ რამდენი ელექტროშოკი აღმოაჩნდათო“, - თქვა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ტაბულას ეთერში, თოქ-შოუ თეორემაში პირდაპირი ჩართვისას. დეპუტატები თბილისში უკვე დაბრუნდნენ.

საინფორმაციო სააგენტომ ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ საპარლამენტო უმცირესბის წევრების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის შესაძლო დაკავების შესახებ, საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე. 

კომენტარები