ესპანეთის მეფე

ესპანეთის ახალმა მეფემ ფილიპე მეექვსემ ფიცი დადო

REUTERS

ესპანეთის ახალმა მეფემ ფილიპე მეექვსემ საზეიმოდ ფიცი დადო. მან სამეფო ტახტი მამისგან ხუან კარლოსისგან გადაიბარა, რომელმაც მეფობაზე უარი თქვა.

პარლამენტში გამოსვლისას 46 წლის ფილიპემ განაცხადა, რომ ახალი ტიპის მონარქიის მეთაური ერის ერთიანობის სიმბოლო იქნება და მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს დაიცავს.

მონარქმა ასევე დაუჭირა მხარი ქვეყნის ერთიანობას, ყველა რეგიონის თავისებურების გათვალისწინებით. 

ფიცის დადების შემდეგ ახალმა მეფემ სამხედრო აღლუმი ჩაიბარა და ხალხს ქუჩაში მიესალმა. ცერემონია მოკრძალებულად ჩატარდა, რისი მიზეზიც ეკონომიკური კრიზისი და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების მარცხი იყო.  

კომენტარები