ესპანეთის ნაკრები

Marca: ესპანურ ფეხბურთში ოქროს ერა დასრულდა

marca.es

"მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩილესთან მარცხის შემდეგ, ესპანეთის ნაკრები ტურნირს გამოეთიშა. ეს მიუთითებს ესპანურ ფეხბურთში ოქროს ერის დასასრულზე, რომელმაც სამი ისტორიული გამარჯვება მოიტანა: 2008 და 2012 წლების ევროპისა და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე", - ასე გამოეხმაურა ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა ეროვნული ნაკრების წარუმატებელ გამოსვლას მუნდიალზე.

ბრაზილია 2014-ზე მონაწილე ესპანელთა გუნდიდან, რამდენიმე ფეხბურთელმა სავარაუდოდ უკანასკნელად ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ახლახან გაცხადდა, რომ ჩავი კარიერას არაბულ ლიგაში განაგრძობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 34 წლის ფეხბურთელის მსგავსი გზის არჩევა სურს ხერარდ პიკესაც. 

"ყველაფერი ლუის არაგონესთან ერთად დაიწყო. სწორედ მან შეკრიბა ფეხბურთელთა ჯგუფი და შექმნა სათამაშო სტილი, რომელიც მსოფლიოს მართავდა. ეს დანატოვარი გააგრძელა ვისენტე დელ ბოსკემაც. მარაკანა აღმოჩნდა ადგილი, სადაც მსოფლიოში ესპანელთა დომინირების ექვსწლიანი ერა დასრულდა", - წერს მარკა.

კომენტარები