ესპანეთის ნაკრები

რამოსი: რაც არ უნდა გადაწყვიტონ, ჩვენ დელ ბოსკეს გვერდით ვიქნებით

მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩილეს ნაკრებთან მარცხის (0:2) შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები მუნდიალს გამოეთიშნენ, თითოეული ფეხბურთელი პატივისცემას იმსახურებს.

"მარცხის გამო ძალიან ვწუხვარ. ბოდიშს ვუხდით ყველა ესპანელს, ვინც ჩვენთან ერთად იზიარებს ამ იმედგაცრუებას. მიუხედავად ამისა, არ ვთვლი, რომ ეს ციკლის დასასრულია, მე მჯერა ჩემი თანაგუნდელების. დადგა ის დღეც, როდესაც გუნდმა ვერ მოიგო, მაგრამ ამაყი ვარ - ეს გუნდი განვლილი წლების გამო პატივისცემას იმსახურებს. რაც შეეხება ვისენტე დელ ბოსკეს, მას პატივს ვცემთ და რაც არ უნდა გადაწყვიტონ, ჩვენ მის გვერდით ვიქნებით," - განაცხადა სერხიო რამოსმა.

კომენტარები