საქართველო-სომხეთის ურთიერთობა

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა. სამუშაო საუზმის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“.

ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილი და სერჟ სარგსიანი დაესწრნენ.

კომენტარები