ბრაზილია 2014

დელ ბოსკე: ეს ძალიან სამწუხარო დღეა ყველა ჩვენთაგანისთვის

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატზე B ჯგუფის მეორე ტურის მატჩში ჩილესთან ანგარიშით - 0:2 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.

მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს გოლები მე-20 წუთზე ედუარდო ვარგასმა, 43-ეზე კი არანგისმა გაუტანეს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში, ესპანელები ჰოლანდიასთან განადგურდნენ - 1:5.

2008 წლის შემდეგ ყველა დიდი ტურნირი მომგები გუნდის მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მარცხის მიზეზებზე საუბარი არ ისურვა.

"ეს ძალიან სამწუხარო დღეა ყველა ჩვენთაგანისთვის. ძალიან ვწუხვართ, რომ წარმატებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ახლა ძალიან ადრეა იმის თქმა, რა იქნება მომავალში. ჰოლანდიისა და ჩილეს წინააღმდეგ, ძალიან სუსტები ვიყავით. მათ გაგვიტანეს გოლები, ჩვენ კი პირველ ნახევარში ძალიან გაუბედავად ვთამაშობდით, მეორე ნახევარში კი საკმარისი რეაგირება ვერ მოვახდინეთ. პირველმა გოლმა ჩილელებს კიდევ მეტი მოტივაცია მისცა, რამაც საქმე უფრო გაგვირთლა," - განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ.

 

კომენტარები