ფულადი გზავნილები

მაისში ფულადი გზავნილების სახით საქართველოში $126.4 მილიონი შემოვიდა

ფულადი გზავნილების წილი ქვეყნებისა და წლების მიხედვით
თამარა ქურდაძე / ტაბულა

2014 წლის მაისში ფულადი გზავნილების სახით საქართველოში 126.4 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა - ამის შესახებ მონაცემები საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა

2013 წლის მაისის მაჩვენებელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 10.2%-ით გაიზარდა. 

ფულადი გზავნილების 50% რუსეთიდა, დანარჩენი კი თურქეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, გერმანიიდან და ისრაელიდან არის შემოსული. 

2008 - 2014 წლის მაისის მაჩვენებლებით რუსეთიდან ფულად გზავნილებს მთლიან ნაკადში წილობრივად ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს და 50-60%-ის ფარგლებში მერყეობს. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა მაისი თვის მთლიან ნაკადში 60%-დან 50%-მდე დაიკლეს და 2009 წლიდან სტაბილურად 50-52% შეინარჩუნეს. 

რუსეთის შემდგომ ყველაზე დიდი ოდენობის თანხა საქართველოში საბერძნეთიდან შემოდის და მთლიანი ნაკადის 14%-ს შეადგენს. 2009 წლამდე ეს მაჩვენებელი მაისის თვეში მხოლოდ 5%-ს აღწევდა. 

ფულადი გზავნილების მთლიანი რაოდენობა 2013 წელს 1 მილიარდ 480 მილიონ დოლარამდე იყო. 

ეკონომისტი, ირაკლი ლექვინაძემ, ტაბულასთან საუბარში განმარტა, რომ ფულადი გზავნილების მოცულობა კარგად ასახავს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ინვესტირების პოტენციალს და კაპიტალის მოცულობას. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების შემთხვევაში, არსებობს შესაძლებლობა, რომ კაპიტალი უფრო ორგანიზებული სახით დაიწყებს ქვეყანაში შემოდინებას და რაოდენობაც გაიზრდება. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ირაკლი ღარიბაშვილმა დაავალა შეემუშავებინათ შეღვათიანი პირობები საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისათვის, რათა მათ საკუთარი კაპიტალის დაბანდება უფრო ინტენსიურად დაიწყონ ამ ქვეყანაში. ეკონომისტი ლექვინაძის თქმით, ეს ინიციატივა თავისთავად ცუდი არ არის, თუმცა შეღავათები უნდა დაწესდეს არა ბაზრის ცალკეული მონაწილეთათვის, არამედ ყველა უცხოელი ინვესტორისა და ადგილობრივი მეწარმესათვის, რომელიც საქართველოში ბიზნესის წამოწყებას დააპირებს. 

კომენტარები