საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტს შესაძლოა, კიდევ ერთი უფლებამოსილება ჩამოერთვას

საქართველოს პრეზიდენტს შესაძლოა, კიდევ ერთი უფლებამოსილება ჩამოერთვას. კერძოდ, მთავრობის დღვანდელ სხდომაზე გადის საკითხი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემის უფლებამოსილება საქართველოს პრემიერს ექნება. აქამდე, მათი მინიჭების პრეროგატივა საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა.

საკითხი მთავრობის სხდომაზე კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას გააქვს, თუმცა სხდომას, მის ნაცვლად, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი ესწრება.

კომენტარები