საელჩოები: ოპოზიციური პარტიების ძლიერი გამოსვლა მზარდ პლურალიზმზე მიუთითებს

ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდებისა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოები თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ
wgnflag.com

"გვჯერა, რომ ოპოზიციური პარტიების ძლიერი გამოსვლა და რამდენიმე ქალაქში დანიშნული განმეორებითი არჩევნები ქართულ დემოკრატიაში მზარდ პლურალიზმზე მიუთითებს." - ნათქვამია შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში

საელჩოები საკუთარ აზრს აფიქსირებენ იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმმართველობის არჩევნების მსგავსი წესით ჩატარება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ თვითმმართველობების გაძლიერებისაკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.

მიუხედავად ამისა, ისინი გამოთქვამენ შეშფოთებას კონკრეტულ ქალაქებში წინასაარჩევნო ინციდენტების შესახებ და მოუწოდებენ მთავრობას ობიექტურად გამოიძიონ აღნიშნული ბრალდებები განმეორებით არჩევნებამდე.

კვლავ გულდასმით დავაკვირდებით პროცესებს, მათ შორის მომავალ წინასაარჩევნო კამპანიასა და განმეორებით არჩევნებს. ამასობაში, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ერთად, რათა ხელი შეუწყონ საქართველოში ეკონომიკის ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება საარჩევნო პროცესების ჩაშლის ცალკეულ ფაქტებთან დაკავშირებით. 

კომენტარები