ქართული ოცნება: ნაციონალები ეთნიკური დაძაბულობის ინსპირირებას ცდილობენ

კოალიცია ქართული ოცნება ცალსახად ემიჯნება საარჩევნო პროცედურის ნებისმიერ დარღვევას, მით უმეტეს, ხმების გაყალბებას - ნათქვამია კოალიციის მიერ 16 ივნისს, ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოქვეყნებული საარჩევნო უბანზე ხმების გაყალბების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში. 

კოალიცია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს გამოიძიონ ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული კადრები და პასუხი აგებინონ ხმების გაყალბებაში დამნაშავე ნებისმიერ პირს. 

"ჩვენი აზრით საქმე გვაქვს კარგად დაგეგმილ პროვოკაციასთან, რომელიც საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ნაციონალური მოძრაობა ჩვეული ხერხებით განაგრძობს საზოგადოების შეცდომასი შეყვანას და პირადი ინტერესების გამო ეთნიკური დაძაბულობის ინსპირირებას ცდილობს" - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. 

ქართული ოცნება არ დაუშვებს არჩევნების დისკრედიტაციას და ნებისმიერი დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა და სიმპათიებისა - აცხადებს კოალიცია. 

კომენტარები