თბილისის მაჟორიტარული ოლქების უმეტესობას ქართული ოცნების კანდიდატები იგებენ

ცესკო

თბილისის მაჟორიტარული ოლქების უმეტესობაში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ. საბურთალოს სამიდან ორ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები დავით ზურაბიშვილი (46.52%) და შორენა ბუხრაშვილი (40.94%), ხოლო მესამე ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი (33.59%) იმარჯვებენ.

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ გლდანის ოთხივე ოლქში. (კობა კობალაძე - 44.65%, ნინო გოგუაძე - 45.91%, ქეთევან ჯოხაძე - 41.19% და მურთაზ შელია - 39.13%. აღსანიშნავია, რომ გლდანის 24-ე მაჟორიტარულ ოლქში ორი უბანი, ჯერჯერობით, დასათვლელია და ენმ-ს კანდიდატი შელიას 700 ხმით ჩამორჩება);

ქართული ოცნება ლიდერობს ნაძალადევის ოთხივე ოლქში (დავით ჭელიძე - 47.21%; გივი გოგლიძე - 50.02%; ზაქარია კოლელიშვილი - 41.25%; ჯაბა სამუშია - 43.59%);

მმართველი კოალიციის წარდგენილი კანდიდატები იმარჯვებენ სამგორის ოთხივე (ია მაკასარაშვილი 41.67%, ლევან დარახველიძე - 42.62%, გულო ზუმბაძე 52.02%, ლია ჯახველაძე - 40.85%)  და ისანის სამივე მაჟორიტარულ ოლქში - (ილია ჯიშკარიანი 47.96%; ზურაბ ნეფარიძე - 45.56%; ირაკლი აბუსერიძე 48.15%;).

ასევე, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ დიდუბის (ვლადიმერ ძნელაძე - 45.91%; თარაშ შურღაია - 44.23%) და ვაკის (გიორგი მუსხელიშვილი 47.44%; გოჩა ბაბუნაშვილი 42.08%), ასევე, კრწანისის (ბექა ნაცვლიშვილი 48.36%), მთაწმინდის (ჯაბა ჯიშკარიანი - 40.54%) და ჩუღურეთის (რამინა ბერაძე 46.82%) ოლქებში. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში დათვლილია უბნების უმრავლესობა. ზოგიერთ საარჩევნო ოლქში დასათვლელი დარჩა 1-3 უბანი.

კომენტარები