ISFED: ხმების პარალელური დათვლის შედეგებით, თბილისში მეორე ტური იქნება

netgazeti.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა ხმების პარალელური დათვლის შედეგები წარმოადგინა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მათ მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, თბილისში კოალიცია ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ხმების 45,89% მიიღო; ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ნიკა მელიამ - 27,99%, კოალიცია ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ -12,85%.

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, არჩევნები უმეტესწილად ორგანიზებულ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. დარვევების უმრავლესობა კი პროცედურული ხასიათის იყო.

ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დილის 09:00-ის მონაცემებით, თბილისში ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია 46.27%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა ერთიანი ნაცონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია - 27.69%-ით. ცესკოს ინფორმაციით, თბილისში დათვლილია ხმების 76.68% (559+4 უბანი). ბოლო მონაცემების მიხედვით, თბილისში მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდება. 

კომენტარები