ენმ: გიორგი ონიანის საარჩევნო შტაბს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ვაზისუბანში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ონიანის შტაბს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგა ხაჩიძე აღნიშნავს, რომ ონიანის საარჩევნო შტაბს, რომელიც პოლიციის შენობის წინ მდებარეობს, ორი ტყვია ესროლეს.

თავად გოგა ონიანის ინფორმაციით, ინციდენტის დროს, შტაბის თანამშრომლები აივანზე იმყოფებოდნენ.

"არ ვიცი, ვინ და რა კალიბრის იარაღიდან ისროლა. ჩვენ გვაქვს ორმაგი შუშა და ერთი შუშა გახვრიტა ტყვიამ, მეორე - არა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“, - თქვა ონიანმა.

ადგილზე სამართალდაცველები მუშაობენ.

კომენტარები