ამომრჩევლის ყველაზე დაბალი აქტივობა (29.3%) თბილისში ფიქსირდება

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 17:00 საათის მონაცემებით, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა 1 188 215-მა ადამიანმა მიიღო. ეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 34.64 %-ია.

ცნობისთვის, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 17:00-ის მონაცემებით, მოსახლეობის აქტივობა 39%-ი იყო.

ამასთან, ისევ ყველაზე დაბალია ამომრჩევლის აქტივობა თბილისში (29.3%), ხოლო ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა -ლეჩხუმში (52.8%) ფიქსირდება.

კომენტარები