ლომჯარია: უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობა წელს არადამაკმაყოფილებელი იყო

netgazeti.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ ტაბულას გადაცემა ფოკუსში სტუმრობისას უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა შეაფასა.

ლომჯარიას თქმით, წელს კომისიის საქმიანობა დამაკმაყოფილებელი არ ყოფილა, რადგან კომისია არ ინტერესდებოდა მიწოდებული ფაქტების გამოძიებით ან გამოძიების მიმდინარეობით.

”მე არ ვფიქრობ რომ უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობა წელს იყო დამაკმაყოფილებელი. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ სხდომებზე არ ყოფილა არაკონსტრუქციული გარემო და ყოველთვის რეგულარულად ტარდებოდა სხდომები და გვქონდა ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა.

უარყოფითად ვაფასებ იმას, რომ კომისია არ ინტერესდებოდა შემდეგ ჩვენ მიერ მიწოდებული ფაქტების გამოძიებით, ან როგორ წარიმართა ეს გამოძიება ან რა შედეგები მოიტანა, მოყვა თუ არა ამას პრევენცია კონკრეტული ქმედების თუ დანაშაულის...

არც ერთხელ კომისიას არ გამოუქვეყნებია თავისი საქმიანობის წერილობითი ანგარიში, თუ კონკრეტულ მიწოდებულ ბრალდებაზე რა რეაგირება მოახდინა კომისიამ, რაც, ვფიქრობ, წარმოაჩენს იმას, რომ კომისია არ იყო ეფექტური თავისი რეკომენდაციების აღსრულების კონტროლის თვალსაზრისით” - განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები