ISFED: 15:00 საათისთვის დამკვირვებლებმა დარღვევის 28 ფაქტი დააფიქსირეს

15:00 საათისთვის სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ დარღვევის 28 ფაქტი დააფიქსირეს: 

საარჩევნო უბნებზე აგიტაცია - 4 ფაქტი

არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა - 6 შემთხვევა

ამომრჩეველთა სიებში წინასწარ დაფიქსირებული ხელმოწერები - 3 შემთხვევა 

მარკირების შემოწმების/გაკეთების გარეშე ხმის მიცემა - 10 შემთხვევა

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა - 5 შემთხვევა

არასამთავრობოს ცნობით, დამკვირვებლებს შეეზღუდათ ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების უფლება.

15:00 საათისთვის სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 2 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 29 საჩივარი.

კომენტარები