პრეზიდენტი: დღევანდელი დღე იყოს პირველ რიგში დემოკრატიის გამარჯვება

"ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ, რომ დღევანდელი დღე იყოს პირველ რიგში დემოკრატიის გამარჯვება და შემდეგ მათი გამარჯვება" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მან საკუთარი არჩევანი მთაწმინდის ოლქში, N6 მეექვსე საარჩევნო უბანზე გააკეთა. აღნიშნულ უბანზე, გიორგი მარგველაშვილი პირველ ამომრჩევლად დაფიქსირდა. 

"მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო დღევანდელი დღე, უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული არჩევანის ჩამოყალიბებაში. იმისთვის, რომ პოლიტიკოსები გემსახურონ, ისინი უნდა აირჩიოთ. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ ყველას აქტიურობისკენ. ამავე დროს ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ, რომ დღევანდელი დღე იყოს პირველ რიგში დემოკრატიის არჩევანი, დემოკრატიის გამარჯვება და შემდეგ მათი გამარჯვება. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ აქტივობისკენ და ამავე დროს მოგწიდოებთ სიმშვიდისკენ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი 07:00-ზე გაიხსნა, ხოლო ხმის მიცემის პროცედურა 08:00-ზე დაიწყო.

დღევანდელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს ამომრჩეველი 12 მერს, 59 გამგებელსა და 71 საკრებულოს 2086 წევრს აირჩევს.

კომენტარები