ფრანც ბეკენბაუერის აკრძალვა

FIFA-მ ბეკენბაუერს ყატარი 2022-ის გამო ფეხბურთში საქმიანობა 90 დღით აუკრძალა

bbc.co.uk

FIFA-მ ფრანც ბეკენბაუერს ფეხბურთში საქმიანობა 90 დღით აუკრძალა.

ლეგენდარული ფეხბურთელი ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ, კოოპერაციაზე უარის გამო დასაჯა. საქმე ეხება გამოძიებას, რომელსაც FIFA 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით ატარებს - ყატარის მასპინძლად არჩევამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და სხვადასხვა წრეებში გაჩნდა ეჭვი, რომ გარკვეულმა მაღალჩინოსნებმა ქრთამის სანაცვლოდ მისცეს ხმა.

FIFA-ს წინადადებაზე - ეთანამშრომლა გამოძიებასთან, ბეკენბაუერმა რამდენჯერმე განაცხადა უარი და მიზეზად განაცხადა, რომ ფეხბურთში აქტიურად აღარ მონაწილეობს. 

კომენტარები