TI: შემოწირულობის რაოდენობით კოალიცია ქართული ოცნება ლიდერობს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

2013 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის პირველ ივნისამდე შემოწირულობის რაოდენობით კოალიცია ქართული ოცნება ლიდერობს, მან 8 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. მეორე ადგილს ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა იკავებს, რომელმაც 2 მილონ 600 ათას ლარზე მეტი მიიღო, 700 ათას ლარიანი შემოწირულობით მესამე ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა.

ეკა გიგაური ინტერესდება, შემომწირველებს კავშირი აქვთ თუ არა იმ კომპანიებთან, რომლებმაც სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვეს. საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ თანხა იმ კომპანიებმა მიიღეს, რომლებთანაც ქართული ოცნების შემომწირველები რაღაც კავშირში არიან, თუმცა მონაცემები გასარკვევია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანგარიში 1 იანვრიდან 12 ივნისამდე დროის შუალედს მოიცავს.

კომენტარები