თეორემა

რუსეთთან დიდ წარმატებას მივაღწიეთ - ღარიბაშვილი

რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ანექსიის სურვილი არ აქვს, რუსეთთან ურთიერთობაში დიდ წარმატებას მივაღწიეთ, ყირიმისგან განსხვავებით, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს დამოუკიდებლობა სურთ და ყირიმთან პარალელი დიდი შეცდომაა - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ტელეკომპანია BBC-ს ეთერში.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიტანული მაუწყებლის ეთერში იდეალური ბალანსის მიღწევის უნიკალურ რეცეპტზე ისაუბრა, რომელიც მისმა მთავრობამ გამოიგონა და რომელიც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას დანარჩენი პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებისგან განსხვავებით რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პარალელურად მოახდინოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია.

პრემიერს არცერთხელ არ უხსენებია სიტყვა ოკუპაცია, დევნილები, მავთულხლართებით მცოცავი ანექსია, გალში მცხოვრები ქართველები, რომელთაც აფხაზეთის ახალი მარიონეტული რეჟიმი მორიგი ეთნიკური წმენდით ემუქრება.

გადაცემის მეორე ნაწილში პრემიერის ინტერვიუს მიმოვიხილავთ.

კომენტარები