ბრაზილია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ღონისძიებისთვის რეკორდული თანხა, 16 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, უსაფრთხოების დასაცავად მობილიზებულია 147 000 პოლიციელი.
მსოფლიოს სპორტის ისტორიაში ყველაზე კონტროვერსიალური ტურნირი სოციალური პროტესტის ფონზე, იტაკერაოს სტადიონზე გაიხსნება ხორვატიასა და მასპინძელ ქვეყანას შორის მატჩით.
თეორემას პირველ ნაწილში, როგორ თავხედადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, 2014 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ვსაუბრობთ.




