ტრანსპორტი

აეროფლოტს თბილისის მიმართულებით რეისების განხორციელების უფლება მიეცა

აეროფლოტის თვითმფრინავი
Aeroflot

რუსეთის ფედერაციის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტომ გამოაქვეყნა საჰაერო გადამყვანების მიერ საერთაშორისო გადაზიდვების ნებართვებვების სია

სიაში აეროფლოტიც შევიდა, რომელსაც საქართველოს მიმართულებით რეისების განხორციელების უფლება მიეცა. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ავიაკომპანია აეროფლოტს ეძლევა უფლება კვირაში 7-ჯერ განახორიცელოს ფრენები საქართველოს მიმართულებით. აქვე მითითებულია, რომ ნებართვა გაცემულია რუსეთის მხრიდან და საჰაერო ტრანსპორტის სააგენტო საპასუხო წერილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ელოდება, რათა აღდგეს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის აეროფლოტის თვითმფრინავებით. 

საქართველოს საგარეო საქმეთა პრესსამსახურის განცხადებით, ამის შესახებ სამინისტროში მუშაობა არ მიმდინარეობს, რადგან ამ საკითხის რეგულირება სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის. 

კომენტარები