ჟოზე მანუელ ბაროზოს ვიზიტი

ჟოზე მანუელ ბაროზო თბილისშია

ევროკომისიის პრეზიდენტი უკვე თბილისშია. ჟოზე მანუელ ბაროზოსთან ერთად, საქართველოში ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეც ჩამოვიდა. მათ აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დახვდნენ. მათი შეფასებით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე მსგავსი ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

“ზუსტად ორი კვირა დარჩა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე და ძალიან მიხარია, რომ საქართველოს სტუმრად ეწვია ჟოზე მანუელ ბაროზო”, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი და დიალოგის გაგრძელება.

ვიზიტის ფარგლებში ჟოზე მანუელ ბაროზო საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს შეხვდება. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად კონფერენციას გახსნის. ბაროზო საქართველოს ხვალ დატოვებს.

კომენტარები