მეწყერი

რიკოთის უღელტეხილზე მეწყერმა გზის სავალი ნაწილის სამი ზოლი ჩახერგა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, რიკოთის უღელტეხილზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, მსუბუქი ავტომანქანებით დასავლეთის მიმართულებით გადაადგილებისას გომი-საჩხერე-ჭიათურის შემოვლით გზით ისარგებლონ.

რაც შეეხება სატვირთო ავტომანაქანებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათი გადაადგილება გომი-საჩხერე-ჭიათურის შემოვლით გზითაც დროებით შეზღუდულია.

რიკოთის გვირაბის დასავლეთის მხარეს მეწყერმა გზის სავალი ნაწილის სამი ზოლი სრულად ჩახერგა.

"თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის146-ე კმ-ზე (რიკოთის გვირაბის დასავლეთი მხარე) დიდი მოცულობის მიწისა და კლდის ჩამოშლის გამო, მთლიანად ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი. რის გამოც, საავტომობილო გზის კმ136–კმ152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, გარდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა" - აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

კომენტარები