ფოთში ”არასაპარლამენტო ოპოზიციის" კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

ფოთში "არასაპარლამენტო ოპოზიციის" საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბლოკის ლიდერები, კანდიდატები, რაიონული შტაბის წევრები და აქტივისტები დაესწრნენ.

"არასაპარლამენტო ოპოზიციის" ლიდერებმა ბლოკის წევრებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს.

"არსებულ მოცემულობაში, როდესაც მთელი პოლიტიკური სივრცე მონოპოლიზირებულია ხელისუფლების და მისი სატელიტების მიერ, ერთადერთი ოპოზიციური ძალის - არასაპარლამენტო ოპოზიციის თითოეული მხარდამჭერის მიერ გაწეული შრომა, ნამდვილად წარმოადგენს სამოქალაქო გმირობას", - განაცხადეს "არასაპარლამენტო ოპოზიციის" ლიდერებმა დღევანდელ შეხვედრაზე და საქართველოს ყველა მოქალაქეს "სწორი არჩევანის გაკეთებისკენ" მოუწოდეს.

კომენტარები