ტყიბულის მაღარო

ტყიბულში საწარმოო პროცესისას, შვიდი მეშახტე დაშავდა

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში საწარმო პროცესის დროს გუშინ შვიდი მეშახტე დაშავდა. მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. 
ექიმების თქმით, მეშახტეებს მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აქვთ მიღებული. 

დღეს, თბილისში, 16:00 საათზე, დამწვრობის ცენტრთან, სადაც დაშავებულ მაღაროელებს მკურნალობენ, მეშახტეთა სოლიდარობის აქცია გაიმართება. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი გააპროტესტებს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების სტატისტიკას და კანონმდებლობაში რეგულაციების სიმცირეს. მეშახტეები შრომის დაცვის ინსპექციის აღდგენის მოთხოვნით გამოვლენ.  

"ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, შემთხვევა გამოიწვია მაღაროდან გამოსულმა ცხელმა ჰაერმა, თუმცა რეალურად რამ გამოიწვია ზემოთ აღნიშნული ფაქტი, ვინ არის დამნაშავე და შეიძლებოდა თუ არა მომხდარის თავიდან აცილება, ეს უბედური შემთხვევების კვლევის კომისიამ უნდა დაადგინოს", - აცხადებენ მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირში.

კომენტარები