ტყიბულის მაღარო

ტყიბულის მაღაროში კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში კიდევ ერთი მაღაროელი დაიღუპა. გუშინ მაღაროში ჭერი უეცრად ჩამოინგრა. დაშავებულია ერთი ადამიანი. 2010 წლის გაზაფხულიდან ეს მეცამეტე უბედური შემთხვევაა. წინა შემთხვევა 6 ნოემბერს მოხდა. მაშინ შახტის ნომერ მეოთხე მომპოვებელ უბანზე ჩამოინგრა ჭერიდა ორი ადამიანი დაიღუპა.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა თქვა, რომ ინცინდენტის  გამოძიებაში ჩაერთვებიან.

ტყიბულის მაღაროს საქართველოს ინდუსტირული ჯგუფის შვილობილი კომპანია - საქნახშირი მართავს. 

კომენტარები