აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი

ლატვია, პოლონეთი და უკრაინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის არჩევნებს არ აღიარებენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო არჩევნებს უკრაინა, ლატვია და პოლონეთი არ აღიარებენ
ვალერი მელნიკოვი / RIA Novosti

ლატვიის, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროები ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებენ და არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სინანულს გამოთქვამს ცხინვალში სეპარატისტული რეჟიმის მიერ ჩატარებული ე.წ. არჩევნების გამო საქართველოს ტერიტორიაზე და ხაზს უსვამს პოლონეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენული და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისათვის. 

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამ ე.წ. არჩევნების ჩატარება უპატივცემულობაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რომ მსგავსი ტიპის ქმედება კონფლიქტის რეგიონში საკითხის  მშვიდობიან გადაწყვეტას ხელს არ უწყობს. 

არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს არც უკრაინა და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს შიგნით უნდა განიხილებოდეს და საერთაშორისო სამართალი არ უნდა ირღვეოდეს.

კომენტარები