აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი

რუსეთის ფედერაცია: სამხრეთ ოსეთმა არჩევნებით ეროვნული ნება გამოხატა

ე.წ. საარჩევნო პროცესი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში
vestnikkavkaza.net
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო სამხრეთ ოსეთში მარიონეტული რეჟიმის მიერ ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ოფიციალურ განცხადებაში აფასებს და ამბობს, რომ არჩევნებისას დაფიქსირდა ელექტორატის მაღალი აქტივობა.
 
განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური გარემო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნების ჩატარებისას სტაბილური იყო. 
 
რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რუსი და სხვა უცხოელი დამკვირვებლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, სამხრეთ ოსეთში ე. წ. არჩევნებს თავისუფალი და ეროვნული ნების გამომხატველი იყო.
 
"რუსეთი მიესალმება სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას. ეს სამხრეთ ოსეთისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გზაზე" - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
 

კომენტარები