ანა პოლიტკოვსკაია

პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ორ ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

bbc.com

BBC-ს ცნობით, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ორ ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, სასამართლომ ჟურნალისტის მკვლელობაში ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ორ მათგანს – ჯებრილ და იბრაჰიმ მახმუდოვებს 14 და 20 წლით პატიმრობა შეეფარდა, მკვლელობის ორგანიზატორს ლომ-ალი გაიტუკაევს და დანაშაულის აღმსრულებელს რუსტამ მახმუდოვს კი, სამუდამო პატიმრობა. რაც შეეხება მეხუთე ბრალდებულს, პოლიციის ყოფილ ოფიცერს დმიტრი პავლიუჩენკოვს, მას სასამართლომ 2012 წლის ბოლოს მიუსაჯა 11-წლიანი პატიმრობა.

ხუთივე დამნაშავე თავს უდანაშაულოდ სცნობს და დანაშაულს არ აღიარებს

რუსული გამოცემა Новая Газета-ს ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს, საკუთარი სახლის ლიფტში მოკლეს. პოლიტკოვსკაია ცნობილი იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრიტიკით. 

კომენტარები