ბოკერია: მთავრობა შემდეგ არჩევნებზე სერიოზულ სიგნალს მიიღებს

Giga Bokeria
Tabula

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას თქმით, დღეს მარნეულში პირდაპირ საოლქო კომისიის მხრიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი კანდიდატის მოხსნის საკითხის განხილვა, რომლისგანაც მარცხის თვალსაზრისით საფრთხეს ხედავდნენ, ქვეყნის დემოკრატიული კულტურისთვის სახიფათოა.

„დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა, რომელიც საქმის კეთების ნაცვლად, ჟურნალისტების ლანძღვითა და ოპოზიციის დევნით არის დაკავებული, შემდეგ არჩევნებზე სერიოზულ სიგნალს მიიღებს“, - თქვა გიგა ბოკერიამ. 

კომენტარები