პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი დეზინფექციის აქციაზე: ავადმყოფი ადამიანი ბევრია

ირაკლი ღარიბაშვილი

"ავადმყოფი ადამიანი ბევრია, უფრო სწორად, რამდენიმეა, ბევრი არ არის. ორმა-სამმა ადამიანმა შეიძლება რაღაც არაორდინარული საქციელი ჩაიდინოს, მაგრამ მათზე რეაგირება მოხდება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ... საბედნიეროდ, ქვეყანაში ჯანსაღი განწყობაა. თუ რაღაც პროვოკაციას მოაწყობენ, ისინი დაისჯებიან და მორჩება", - ასე უპასუხა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასავალ-დასავალის ჟურნალისტის კითხვას, დაისჯებიან თუ არა უცხოეთიდან დაფინანსებული აქციის მონაწილეები, "რომლებიც ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებენ".

ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს ჰკითხა, ვის გულისხმობდა ამ ადამიანებში, რაზეც მან უპასუხა, რომ "საპატრიარქოს დეზინფექციის" აქციებზე საუბრობს.

ჯგუფმა - საჭიროებს დიზინფექციას -  საპატრიარქოსთან დეზინფექციის აქცია ორჯერ - 2013 წლის 2 დეკემბერს და 2014 წლის 28 მაისს გამართა.

კომენტარები