პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: ნაციონალები მოგვიყვანია ხელისუფლებაში და არ ვიცით

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ ოცნებას საარჩევნო სიაში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები არ ჰყავს. პრემიერმა უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც, ყველა რეგიონში კოალიციის საარჩევნო სიის პირველ ხუთეულში ადგილებს და მაჟორიტარულ ოლქებს უმეტესად ენმ-ის ყოფილი წევრები იკავებენ.

"ე.ი. ნაციონალები მოგვიყვანია ხელისუფლებაში და არ ვიცით. მე ვზივარ აქ თურმე და... ეს ინფორმაცია არის არასწორი. ჩვენ ნაციონალები არ გვყავს და, მით უმეტეს, პირველ ნომრად", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერს ჰკითხეს, ქართულ ოცნებას არ შეუძლია ყოფილი მმართველი გუნდის წევრების გარეშე მართვა, თუ ეს ჯერ კიდევ დაუსრულებელი კოჰაბიტაციის ახალი სერიაა, რაზეც მან თქვა, რომ ეს არაადეკვატური შეფასებაა.

"მე მგონი, არაადეკვატური შეფასება გააკეთეთ. იმ პოლიტიკას, რასაც მე ვაწარმოებ, კიდევ რომ გიჩნდებათ ეჭვები კოჰაბიტაციაზე. თქვენ მიზანმიმართულად ცდილობთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ", - მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.

კომენტარები