ქართული ოცნება

კახა კალაძე რამაზ ბერიანიძეს პარტიიდან გარიცხვით ემუქრება

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე კოალიციის კასპის რაიონული ორგანიზაციის ყოფილ თავმჯდომარეს რამაზ ბერიანიძეს პარტიიდან გარიცხვით ემუქრება. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს კასპში ქართული ოცნების რაიონულ ორგანიზაციაში არსებული დაპირისპირების შეფასებისას განუცხადა.

“შტაბში არანაირი უთანხმოება არ არსებობს, არანაირი ათასი კაცი, ეს არის კონკრეტული პიროვნება, ბერიანიძე, რომელიც არაერთხელ გავაფრთხილეთ, რადგან შტაბთან შეთანხმების გარეშე ნიშნავდა ბრიფინგებს, აკეთებდა განცხადებებს. მე ბოლოჯერ ვაფრთხილებ, თუ ის კიდევ გააგრძელებს ასეთ განცხადებებს, პარტიიდან გავრიცხავთ”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, კასპის რაიონში ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი რამაზ ბერიანიძე მის შემცვლელს ნუკრი ბუღაძეს კლანების ჩამოყალიბებაში ადანაშაულებს. ის რეგიონში კახა კალაძისა და კოალიცია ქართული ოცნების სხვა ლიდერების ჩასვლას ითხოვს. ბერიანიძის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიას ათასამდე ადამიანი დატოვებს.

კომენტარები