ასეთი შემთხვევა დღეში ასი ხდება, მაგრამ რადგან ნაციონალებს ეხებოდა, ამიტომ გააბუქეს. ალბათ, მიხვდით რატომაც. არჩევნებია მოახლოებული, იმ კაცს 13 მილიონი აპატიეს და ახლა უნდათ, ასეთი სკანდალებით გადაფარონ ფაქტები. მე თვითონ კაცი ვარ და ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ მომხდარა ამგვარი ფაქტი. მომხვედრია კიდეც, მაგრამ... როგორც კი მაგათ შეეხნენ, ლამის ელჩებიც კი ჩართეს საქმეში. რა ვქნათ?! სამწუხაროდ, ასეთ ვითარებაში ვცხოვრობთ.
ჭიაბერაშვილზე თავდასხმა
თაბუკაშვილი: მე თვითონ კაცი ვარ, ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ მომხდარა ასეთი ფაქტი
tbl.ge/8i7
დაკოპირდა

განაცხადა დრამატურგმა ლაშა თაბუკაშვილმა ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე თავდასხმის ფაქტზე. ჭიაბერაშვილს რეზო თაბუკაშვილმა (უმცროსი) თავი გაუტეხა, ხოლო ლადარიას ცხელი ჩაი შეასხა.




