პრემიემინისტრი

საქართველოს პრემიერმინისტრი გერმანიას ეწვია

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშილი 1 ივნისს ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის პირადი მიწვევით ჩავიდა.

პრემიერის Facebook-ის ოფიციალური გვერდის თანახმად, 2 ივნისს პრემეიმრინისტრი გერმანიის კანცლერს ჯერ პირადად, შემდეგ კი გაფართოებული შემადგენლობით შეხვდება. შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი და კანცლერი ანგელა მერკელი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ.

კანცლერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრი შეხვედრას გამართავს ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ნორბერტ ლამერტთან.

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება კიორბერის ფონდის წარმომადგენლებს, დაესწრება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას სახელწოდებით "საქართველოს ევროპული გზა".

საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს გააცნობს გერმანული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერმინისტრი ქართულ-გერმანულ ბიზნესფორუმზე. ბიზნესფორუმი საინვესტიციო სააგენტოს მიერაა ორგანიზებული და მას გერმანული ბიზნესსექტორის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრება.

ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანია-საქართველოს კულტურის სფეროში არსებული განსაკუთრებული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრება. საღამოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრუსიული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტთან ერთად სიტყვით გამოვა.

კომენტარები