ირაკლი ღარიბაშვილი: "ნაციონალების" არც ერთი ნარჩენი არ უნდა დავტოვოთ

https://www.facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, გურიას სტუმრობდა. რეგიონალური ტურნეს ფარგლებში ის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან საუბრისას პრემიერმა განაცხადა, რომ არჩევნების ბოლომდე საჭიროა არჩევნების შემდეგ, "ნაციონალური  მოძრაობის" არცერთი ნარჩენი არ დარჩეს ქვეყანაში. მისივე თქმით აუცილებელია "არჩევნებში ბოლომდე გაიწმინდოს სიტუაცია". 

"მე არ ვიცი, ვინ იყო ეს კაცი _ ყველას ატყუებდა, რომ შუქის პრობლემა მოაგვარა, გაზის პრობლემა მოაგვარა, სად არის აბა? ის სულელი კაცი გავაგდეთ. ნოემბრამდე ჯერ კიდევ აქ იყო. თვითმმართველობებში ჯერ კიდევ "ნაციონალები" იყვნენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებში ბოლომდე გაიწმინდოს სიტუაცია.

"ნაციონალები" აღარ იქნებიან, იყრიან კენჭს, მაგრამ ხალხი თუ აირჩევს, დაღუპულები ვართ მაშინ. "ნაციონალები" სადღა არიან? საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ აძლევენ ხმას. მთავარია, ეს არჩევნები გადავაგოროთ კარგად და "ნაციონალების" არც ერთი ნარჩენი არ უნდა დავტოვოთ,  ისინი მატყუარა ხალხია და მაგათ დაანგრიეს ქვეყანა.

გასული წელი მართლაც რთული იყო. ეს ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია თუ რაღაც უბედურება იყო და გვიწევდა მუდმივი კინკლაობა. ეს ახლა აღარ არის. ყველა რაიონში უნდა გაიმარჯვოს "ოცნებამ", საწარმოებს გავხსნით ყველა რეგიონში. წლის ბოლომდე ნახავთ, თუ არ დაიძრას ეკონომიკა", -განაცხადა პრემიერმა. 

კომენტარები