ქართული ოცნების მომხრეებმა ნაციონალური მოძრაობის ღონისძიების ჩაშლა სცადეს

ქართული ოცნების მომხრეებმა 31 მაისს ფონიჭალაში ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ღონისძიების ჩაშლა სცადეს.

ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატის ხათუნა ბერძენიშვილის მხარდასაჭერად გამართულ კონცერტზე ქართული ახალგაზრდების ჯგუფი მივიდა, რომლებმაც იქ შეკრებილებს კვერცხები დაუშინეს. ხათუნა ბერძენიშვილის თქმით, გამოძახებული საპატრულო პოლიცია ადგილზე დაგვიანებით მივიდა.

ბერძენიშვილის განცხადებით, „საქმეში უუნარო ხელისუფლება ამგვარი პროვოკაციებით საარჩევნო კამპანიის ჩაშლას ცდილობს".

კომენტარები