ასოცირების ხელშეკრულება

ფულე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე

შტეფან ფულე
wikipedia.org

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე საუბრობს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში.

ფულეს თქმით, ევროკავშირის გაფართოება ძლიერი ინსტრუმენტია აღმოსავლეთ ევროპაში ცვლილებებისთვის. მისივე შეფასებით, ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა არის საუკეთესო მოტივაცია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის რეფორმების გასატარებლად. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.

ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ ასოცირების ხელშეკრულება უკრაინასთან არ არის საბოლოო მიზანი ორმხრივ ურთიერთობებში. ფულე დარწმუნებულია, რომ ეს ეხება სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც დოკუმენტს ხელს მოაწერენ.

საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება გასული წლის ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე მოახდინეს.

 

კომენტარები