ფანჯიკიძის ვიზიტი აშშ-ში

ფანჯიკიძე გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელს სამანტა პაუერს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძემ და სამანტა პაუერმა გაერო-ში დევნილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მიღების საკითხი განიხილეს, ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ყურადღება გაამახვილეს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ რთულ რთულ მდგომარეობაზე და აშშ-ის მხარდაჭერაზე არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით.

მაია ფანჯიკიძის თქმით, ამერიკელი პარტნიორების მხრიდან დიდია საქართველოს მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც შეხვედრებს მართავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. მინისტრი უკვე შეხვდა პერუსა და ბენინის მუდმივ წარმომადგენლებს.

კომენტარები