ელჩების ვიზიტი საქართველოში

დიპლომატიური ტურის პირველი დღის კულტურული პროგრამა რაბათის ციხეზე დასრულდა

facebook.com/maiapanjikidzeofficial

ორდღიანი დიპლომატიური ტურის პირველი დღის კულტურული პროგრამა რაბათის ციხეზე დასრულდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თქმით, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე ამ კომპლექსმა და მუზეუმმა მოახდინა.

ფანჯიკიძის თქმით, სტუმრად იმყოფება დიპლომატიური კორპუსის 40-მდე წარმომადგენელი. აქედან ნაწილი საქართველოში აკრედიტებული ელჩია, ნაწილი კი არარეზიდენტი ელჩი, რომლებიც საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩამოვიდნენ.

"მათი უმეტესობა არის ჩამოსული სხვა ქვეყნებიდან და ისინი სხვა ქვეყნებიდან ფარავენ საქართველოს. მათთვის რა თქმა უნდა, პირველი მოგზაურობაა ამ რეგიონში. ვფიქრობ, პირველი დღე ძალიან წარმატებული გამოდგა. ხვალ ჩვენი მოგზაურობა ვარძიაში გაგრძელდება", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები