აქცია ქართული ოცნების ოფისთან

დაზარალებულები მთავრობას შეჩერებული მშენებლობების პრობლემის გადაჭრას სთხოვენ

IPN

სამშენებლო კომპანია ცენტრპოინტის და ოლიმპიური ვარსკვლავის მიერ დაზარალებულები ხელისუფლებას შეჩერებული მშენებლობების პრობლემის გადაჭრას სთხოვენ. ისინი მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრის მოთხოვნით ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, კომპანიების მხრიდან თაღლითობას ჰქონდა ადგილი და გამოძიება კომპანიების საქმიანობით უნდა დაინტერესდეს. მმართველ გუნდს ფაქტის გამოძიებას და დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფას თხოვენ.

აქციის მონაწილეებს ხელისულების წარმომადგენლები არ შეხვედრიან.

კომენტარები