მეწყერი დარიალის ხეობაში

დარიალის ხეობაში მაშველებმა ერთ-ერთი დაკარგულის ცხედარი იპოვნეს

www.facebook.com/iago.kazalikashvili

დარიალის ხეობაში მაშველებმა ერთ-ერთი დაკარგულის ცხედარი იპოვნეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, გარდაცვლილი ტრაილერის მძღოლია.

"შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მუშაობის შედეგად, დღეს აღმოჩენილი იქნა ერთი მიცვალებული, რომლის ამოცნობა ამ ეტაპზე ფაქტობრივად შეუძლებელია. ასევე აღმოჩენილია ავტომობილი, ტრაილერის ტიპის, რომელიც ამოვიღეთ ნაწილ-ნაწილ", - განაცხადა დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქანაშვილმა.

დარიალის ხეობაში დაკარგულად კიდევ 6 ადამიანი ითვლება. ხეობაში მეწყერი 17 მაისს ჩამოწვა.

კომენტარები