რუსული ბაზარი

ფიფია: კურკოვანი ხილისა და ბოსტნეულისთვის 26 მაისიდან რუსული ბაზარი გაიხსნება

შალვა ფიფია
moa.gov.ge

სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას ინფორმაციით, კურკოვანი ხილისა და ბოსტნეულისთვის 26 მაისიდან რუსული ბაზარი გაიხსნება. ამასთან, როგორც მთავრობის გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ ფიფიამ თქვა, გაფართოვდება თუ არა პროდუქციის სია, ეს ცოცხალი მოლაპარაკებების პროცესია.

"ჩვენ ვმუშაობდით გამუდმებით ამ თემაზე "როსსელხოზნადზორთან" და უკვე ცნობილი გახდა, რომ მთელ რიგ ხილსა და ბოსტნეულზე, ეს შეეხება კურკოვან ხილს, როგორიცაა ატამი, გარგარი, ქლიავი, ასევე მთელ რიგ ბოსტნეულზე, მათ შორის შეფუთულსა და ახალ კარტოფილზე, რუსული ბაზარი გაიხსნება ორშაბათიდან და მათი მწარმოებლები შეძლებენ რუსეთში აღნიშნული პროდუქციის ექსპორტს. შარშან დავიწყეთ მოლაპარაკებები ღვინოსა და მინერალურ წყლებზე. რამდენჯერმე მოხდა გადახედვა. სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, რათა ყველა სახის პროდუქციისთვის იყოს ბაზარი გახსნილი", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

კომენტარები