ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდება

საქართველოს ოფიციალური დელეგაცია პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით ბელგიაში გაფრინდა. ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ხოსე მანუელ ბაროზოს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

დელეგაციის შემადგებნლობაში 8 მინისტრია. საქართველოს მთავრობის წევრები ევროკომისართა კოლეგიასაც შეხვდებიან. დაგეგმილია ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დახმარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაც. 

კომენტარები