პირველკლასელთა რეგისტრაცია

პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო

დღეს 09:00 საათზე 2014-2015 სასწავლო წლისათვის  პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 20 ივნისის 21:00 საათზე დასრულდება.

პირველკლასელთა რეგისტრაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა www.mes.gov.ge და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე www.registration.emis.ge, სპეციალური სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით  იქნება შესაძლებელი.

სისტემა მხოლოდ იმ ბავშვებს არეგისტრირებს, რომელთაც 2015 წლის პირველ იანვრამდე  6 წელი უსრულდებათ. გამონაკლისის სახით ის მოსწავლეები რეგისტრირდებიან, რომლებიც 2013-2014 სასწავლო წელს  კერძო სკოლების მოსამზადებელ კლასებში იყვნენ რეგისტრირებულნი.

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველ ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლეების დოკუმენტების მიღება 15 მაისს დასრულდა.

კომენტარები