წინასაარჩევნო გარემო

ენმ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე პარტიის წევრებზე ზეწოლაზე ისაუბრებს

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო პერიოდში პარტიის წარმომადგენლების მიმართ ზეწოლის შესახებ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრებს. ამის შესახებ ენმ-ის სამოქალაქო-საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა უწყებათაშორისო კომისიის სხდომის დაწყების წინ თქვა. ჭიაბერაშვილმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეც გაამახვილა ყურადღება.

"ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის ორი კანდიდატი კვლავ პატიმრობაშია. რამდენიმე ადამიანი ამ საარჩევნო პროცესში კვლავ რეგულარულად დადის სასამართლო სხდომებზე, რაც ბუნებრივია, გავლენას ახდენს ჩვენს საარჩევნო კამპანიაზე", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა და დაამატა - "არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიუთითებენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები. ბუნებრივია, ამაზე უწყებათაშორისო კომისია ისაუბრებს".

კომენტარები