გატაცებები საოკუპაციო ხაზთან

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ თამარაშენში მწყემსი დააკავეს

timer.ge

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ თამარაშენში მწყემსი დააკავეს. ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს, ფცას რწმუნებულის თამაზ ბერუაშვილის ინფორმაციით, რუსი სამხედროები წუხელ თავიანთი დისლოკაციის ადგილს დაახლოებით 60-80 მეტრით გამოცდნენ და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.

თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 54 წლის ოთარ ქოქოშვილმა ე.წ ადმინისტრაციული საზღვარი შეცდომით თავად გადაკვეთა, რადგან იქ, საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელი ნიშნები არ არის.

დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. მის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს.

კომენტარები