მეწყერი დარიალის ხეობაში

დარიალის ხეობიდან თბილისში გადმოყვანილი უკრაინის მოქალაქე გარდაიცვალა

ენერგეტიკის სამინისტრო

დარიალის ხეობიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადმოყვანილი უკრაინის მოქალაქე დღეს გარდაიცვალა. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო, რადგან მას აღენიშნებოდა ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, ენდოტოქსიური შოკი და პოლიორგანული უკმარისობა.

სტიქიის ზონიდან ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ სამი პირი გადაიყვანეს. უკრაინის და თურქეთის ორი მოქალაქე კლინიკიდან უკვე გაწერეს. 

მეწყერი დარიალის ხეობაში გუშინ მოწყდა. მეწყერის შედეგად დაკარგულად სულ მცირე 5 ადამიანი ითვლება. სტიქიის ზონაში, პრემიერის დავალებით, საგანგებო შტაბი მუშაობს.

კომენტარები